მოქვის
სახარება
მოქვის სახარება გადაიწერა აფხაზეთში, ოჩამჩირეს რაიონში
მდებარე მოქვის ტაძარში. მოქვის მონასტერი აგებულია აფხაზთა მეფის, ლეონ III[1] მიერ X
საუკუნეში და ის ლიტერატურულ-საგანმანათლებლო ცენტს წარმოადგენდა. აქ აქტიურად მიმდინარეობდა ხელნაწერთა გადაწერა,
ძველი წერილობითი წყაროების განახლება და ა.შ. მოქვის ტაძარი მდიდარი იყო ეპიგრაფიკული
ძეგლებით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც მოქვის ტაძრიდან შემოგვრჩა არის “მოქვის სახარება”. სახარების გადაწერა,
სავარაუდოდ, დემეტრე II[2]-ს დროს
დაიწყო, ხოლო დასრულდა 1300 წელს. სახარება გადაიწერა მოქვის ეპისკოპოსის, დანიელის
ინიციატივით. შემორჩენილია ინფორმაცია გადამწერის და გამფორმებელი ოსტატის შესახებ,
ეს იყო - ბერი ეფრემი.
XIX საუკუნის
მეორე ნახევარში მოქვის ხელნაწერი, გაურკვეველი მიზეზით, მარტვილში აღმოჩნდა. ის აღმოაჩინეს
ნიკოდიმ კონდაკოვმა[3]
და დიმიტრი ბაქრაძემ[4].
1904 წელს მხატვარმა ს. ნ. პოლტარაცკიმ გააკეთა “მოქვის სახარების” რამდენიმე მინიანტურის
ფერწერული ასლი. 1921 წელს “მოქვის სახარება”
საქართველოს მთავრობამ საფრანგეთში გაიტანა, 1945 წელს კი ექვთიმე თაყაიშვილის ძალისხმევით
სახარება დაუბრუნდა საქართველოს. XX საუკუნის 60-იან წლებში “მოქვის სახარებას” მოაცილეს
ყდა და დღესაც ხელნაწერი და ყდა განცალკევებულია ერთმანეთისგან. მოქვის სახარება დღეს
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.
1904 წელს გაკეთებული ასლების საშუალებით ჩანს, რომ
XX საუკუნის დასაწყისში “მოქვის
სახარების” მინიანტურები, ჯერ კიდევ, კარგ მდგომარეობაში იყო, თუმცა 1921 წელს სახარების უცხოეთში გატანამ
და იქ გატარებულმა 24-მა წელმა ძალიან ცუდი გავლენა იქონია მასზე და დააზიანა როგორც
ეტრატი, ასევე მხატვრობა. ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ასევე ცნობილი გახდა, რომ
ხელნაწერზე მხატვრული გაფორმება სხვადასხვა ტექნოლოგიით იყო შესრულებული, ასვე შესაძლოა
პიგმენტებში შემაკავშირებელი ცოტა რაოდენობით იყო გამოყენებეული, რამაც კიდევ უფრო
დააჩქარა დაზიანების პროცესი.
„მოქვის სახარების“
გადარჩენისთვის ჩატარდა საქველმოქმედო ღნისძიებები, ამას გარდა, „იუნესკოს“ დაფინანსებით
მოგროვდა საკმარისი თანხები მისი კონსერვაცია-რესტავრაციისთვის.
„მოქვის სახარების“ რესტავრაცია-კონსერვაციამდე ფერწერული
შრე ძლიერ იყო დაზიანებული და ეტრატის გადაფურცვლისას
საღებავი ცვიოდა. ფერწერის ზოგიერთი მონაკვეთის ქვეშ ცარიელი სივრცე იყო, ანუ დაკარგული
იყო კავშირი საღებავსა და ფურცელს შორის, საღებავი
შეხებისთანავე ცვიოდა. დეფორმირებული იყო ეტრატიც. ხელნაწერზე შეინიშნებოდა ლაქები,
რაც მის დანესტიანებაზე მიუთითებს. ზოგ ადგილას დაშლილი იყო ეტრატის ბოჭკოები.
2000-იან წლებში „მოქვის სახარებას“ ჩაუტარდა სარესტავრაციო-საკონსერვაციო
სამუშაოები ლია სიხარულიძის მიერ. სამუშაოების შედეგად, ფერწერული შრის დაზიანებულ
ადგილებში, სადაც საღაბავს კავშირი ჰქონდა დაკარგული ქაღალდთან და ჩამოცვენის პირას
იყო, გამაგრდა “СЭВ” წებოთი[5], რისი
საშუალებითაც ფერწერულმა ფენამ დაიწია და მიეკრო ეტრატს. მინიანტურებთან ერთად საჭირო
იყო ეტრატის რსეტავრაცია, რომლის დროსაც გამოყენებული იყო ეტრატის წებო [6] და შესაბამისი სისქის ეტრატი.
ამჟამად ხელნაწერი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმყოფება,
მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მუდმივ კონტროლსა და ზედამხედველობის ქვეშ ყოფნას
საჭიროებს.
[3] ბიზანტიური
და ძველრუსული ხელოვნების ისტორიკოსი, ასევე არქეოლოგი. მან შექმნა ხელოვნების ნიმუშების
შესწავლის იკონოგრაფიული მეთოდი.
[5] წებო,
რომელიც გამოიყენება მინიანტურების ფერადი შრის საკონსერვაციოდ, როგორც ეტრატზე, ასევე
ქაღალდზე. რუსეთის უმსხვილეს ცენტრებში ფართოდ არის დანერგილი მინიანტურების გასამაგრებლად.
(„საქართველოს საგანძურის სამსახურში“ ლ.სიხარულიძე, გვ.34)
[6] ხბოს
ნედლი ტყავის და ეტრატის ნაწილაკებისგან. („საქართველოს საგანძურის სამსახურში“ ლ.სიხარულიძე,
გვ.42)
Comments
Post a Comment