ქართულ ხელნაწერთა ისტორია
16 საუკუნეს ითვლის. მისი
შექმნა, გარკვეულწილად, განაპირობა
კულტურული იდენტურობის დაცვის აუცილებლობამ.
უძველესი ქართული ხელნაწერი V საუკუნით თარიღდება. ქართულ ხელნაწერთა წარმოშობის ისტორიაზე
საუბრისას, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, ზოგადად, ქართული დამწერლობის შექმნა. ქართული
დამწერლობის წარმოშობას უკავშირებენ ფინიკურ, არამეულ და ბერძნულ დამწერლობებს. ეს
არ არის გასაკვირი თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით
მჭიდრო კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთიბა ჰქონდა ანტიკურ საბერძნეთთანაც
და მცირე და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ამ მიზეზით, საქართველომ ადრევე შეითვისა
უკვე არსებული ანბანური სისტემები, მაგრამ ინდივიდუალური, საკუთარი დამწერლობა ჯერ
არ ჰქონია. საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად, საზოგადოება მივიდა იმ აზრამდე,
რომ აუცილებელი იყო შექმნილიყო წერილობითი საბუთები და ასევე წერილობით გადმოეცათ ისტორია
იესო ქრისტეს შესახებ. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ქართული ანბანი ქრისტეშობამდე
შეიქმნა, ზოგი კი მას ქრისტეშობის შემდგომ პერიოდს მიაკუთვნებს. 326 წელს, საქართველოში
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, ქართულმა კულტურამ ძველი ანბანური
სისტემების გამოყენების ნაცვლად, თვითონ შექმნა თავისი ანბანური დამწერლობა. ქართულმა
ანბანმა განვითარების სხვადასხვა ეტაპები გაიარა: თავიდან იყო ასომთავრული ანბანი,
რომელიც V-IV საუკუნეებში გამოიყენებოდა.
X საუკუნიდან ასომთავრულის პარალელურად ჩნდება ნუსხური (ხუცური) დამწერლობა,
X-XI საუკუნეებში კი ამ ორ დამწერლობასთან ერთად ვითარდება თანამედროვე, მხედრული დამწერლობა.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოში X საუკუნეში უკვე არსებობდა დამწერლობის
სამი სახეობა, ეს ქართული კულტურის მუდმივ განვითარებაზე მიუთითებს, რადგან ყოველი
ახალი დამწერლობის წარმოქმნა წერის ტექნიკის განვითარებაზე მეტყველებს. შემორჩენილი
მასალის რაოდენობიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ V საუკუნიდან უკვე არსებობდა საკმაოდ განვითარებული
წერილობითი კულტურა. საქართველოში დამწერლობის
შექმნა და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო რელიგიური თვალსაზრისით. ახლად გაქრისტიანებულ
ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი წარმართული აზროვნება, დაწერილი ინფორმაცია
ქრისტიანობის შესახებ, თითქოს, უფრო განამტკიცებდა და დაამკვიდრებდა რელიგიას საზოგადოებაში. ქართული ხელნაწერი ტრადიციაც, სწორედ, სასულიოერო
წიგნების თარგმნით და გადაწერით იწყება. ქრისტიანობის მიღებისთანავე გადაითარგმნა სახარების
ტექსტები. სახარების უძველესი შემორჩენილი თარგმანი თრიღდება V-VII საუკუნეებით, გადაწერილია
მთავრული ანბანით და ხასიათდება ზმნებზე „ხან“ პრეფიქსის დართვით, რასაც „ხანმეტ“ რედაქციას
უწოდებენ. წიგნების თარგმნასთან ერთად შეიქმნა საღვთისმსახურო-ლიტურგიკული კრებულები:
ლექციონარი[1], იადგარი[2], მრავალთავი[3]. ასეთი
ტიპის კრებულები დაახლოებით X-XI საუკუნეების მიჯნამდე არსებობდნენ, შემდეგ კი მათი
შინაარსი უფრო გაფართოვდა.
VII საუკუნიდან საქართველოს პოლიტიკურმა და კულტურულმა
ცენტრმა ტაო-კლარჯეთში გადაინაცვლა. სწორედ აქ განვითარდა ქართულ ხელნაწერთა კულტურა,
რადგან ტაო-კლარჯეთის სამონასტრო ცენტრს მჭიდრო კავშირი ჰქონდა საბაწმინდის ლავრასთან.
საბაწმინდის ლავრაში ქართველი ბერები VIII-X საუკუნეებში დასახლდნენ, მათ ხელი შეუწყეს
კალიგრაფიის განვითარებას, დაოსტატდნენ თარგმაში, შექმნეს ახალი ხელნაწერები. ქართველების
მოღვაწეობა საბაწმინდის ლავრაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართული დამწერლობის
განვითარებისთვის. XI საუკუნეში არაბთა მიერ საბაწმინდის მონასტრის ხშირი დარბევის
გამო იქ მოღვაწე ქართველები სხვა მონასტრებში გადავიდნენ, შესაბამისად, იმის საჭიროებაც
გახდა, რომ ქართული ხელნაწერებიც წამოეღოთ და სვხა ადგილას მოეთავსებინათ, რომ შენარჩუნებულიყო
ქართული წერილობითი კულტურა. სწორედ ამიტომ, ქართული ხელნაერების დიდი ნაწილი სინას
მთაზეა დაცული.
სინას მთის, წმ. ეკატერინეს ტაძარი ერთ-ერთი გამორჩეული
კულტურული ცენტრი იყო ადრეულ საუკუნეებში.
IV საუკუნეში კონსტანტინეს I[4]-ის
დედის, ელენეს, ბრძანებით სინას მთაზე სალოცავი აშენდა. VI საუკუნეში იუსტინიანე I[5]-ის
ინიციატივით სალოცავი შემოიფარგლა კედლებით. ამის შემდეგ სინას მთის ამ ტერიტორიაზე
იგებოდა სხვადასხვა სალოცავები და საბოლოო ჯამში დიდ კომპლექსად ჩამოყალიბდა. ქართველებმა
სინას მთაზე რამდენიმე მონასტერი დააარსეს, ისინი აქტიურად მოღვაწეობდნენ სინას მთაზე
ლიტერატურული თვალსაზრისით IX-X საუკუნეებში. 239 ქართული ხელნაწერი ინახება წმ. ეკატერინეს
მონასტრის საცავში, მათ შორის კი ყველაზე ძველია „სინური მრავალთავი“. უმეტესი ამ ხელნაწერთაგანი
X საუკუნით თარიღდება. ბასილ მჩხრეკელი[6] ამბობდა:
„მონასტერნი სავსენია წიგნითა და არა
სადა უწყი ნაკლულევანი“.
ამრიგად, ქართულმა წერილობითმა კულტურამ განვითარების
მრავალი საინტრესო ეტაპი გაიარა, შემორჩენილი წერილობითი ძეგლების საშუალებით, შეგვიძლია
თვალი გავადევნოთ მათი განვითარების ეტაპებს, ნიშან-თვისებებს, მხატვრულ სტილს და აქედან
გამომდინარე, წარმოვიდგინოთ ის ეპოქა, რომელშიც ეს ხელნაწერები იქმნებოდა.
[1] სამრევლო
და სამონასტრო მსახურებაში სხვადასხვა დღესასწაულისთვის დადგენილი წესგანგება, რომელიც
მოიცავს ძველი და ახალი აღთქმის ტექსტებს. („ქართული ხელნაწერი წიგნი“, გვ.16).
[2] მთელი
წლის საღვთისმსახურო ტექსტები, ფსალმუნისა და ბიბლიის სხვა წიგნებიდან შესაბამისი საკითხავის
ერთობლიობით. („ქართული ხელნაწერი წიგნი“, გვ. 16).
[3] ღვთისმსახურების
დამხმარე კრებული. აერთიანებს საეკლესიო კალენდარზე გაწყობილ წმ. მამათა ქადაგებებს,
აგიოგრაფიულ თხზულებებსა და აპოკრიფებს. („ქართული ხელნაწერი წიგნი“, გვ, 20).
[5] ბიზანტიის
იმპერატორი 527-565 წლებში.
[6] ქართველი
მწიგნობარი.
Comments
Post a Comment